ავტორი:

"ოკუპანტებო, იცოდეთ, ფეხებქვეშ მიწა დაგეწვებათ!"- რუსული ტანკების შეჩერების მიზნით, ხიდის აფეთქებისას უკრაინელმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა

"ოკუპანტებო, იცოდეთ, ფეხებქვეშ მიწა დაგეწვებათ!"- რუსული ტანკების შეჩერების მიზნით, ხიდის აფეთქებისას უკრაინელმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა

ივანკოვის დასახლებასთან რუსული ტანკების შეჩერების მიზნით ხიდის აფეთქებისას უკრაინელმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განმარტავენ, რომ დავალების შესრულების სურვილი ცალკეული ბატალიონის ინჟინერმა, მეზღვაურმა ვიტალი ვსკაკუნმა გამოთქვა, თუმცა ხიდის დანაღმვის შემდეგ, მან ტერიტორიის დატოვება ვერ მოასწრო და ხიდის აფეთქებას საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

"ხიდი უკვე დანაღმული იყო, თუმცა მან ტერიტორიის დატოვება ვერ მოასწრო. მის ბატალიონში მყოფი მებრძოლების თქმით, ჯარისკაცი მაშინვე გავიდა კავშირზე და თქვა, რომ ხიდის აფეთქებას აპირებს. ხიდი მაშინვე აფეთქდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საზღვაო ქვეითი კორპუსის სარდლობა მეზღვაურისთვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებისთვის უმაღლესი სარდლობისთვის მიმართვას აპირებს.

"რუსო ოკუპანტებო, იცოდეთ, ფეხებქვეშ მიწა დაგეწვებათ! სიკვდილამდე ვიბრძოლებთ, სანამ ცოცხლები ვართ, ვიბრძოლებთ“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.