რაც დრო გადის ქალაქში უფრო და უფრო იმატებს საცობები და პიკის საათის ხანგრძლივობაც თითქოს სულ იზრდება. ავტომობილით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, განსაკუთრებით კი პარკინგი, ცოტა არ იყოს, მოუხერხებელი ხდება. ამ გარემოებებში ბევრმა მოქალაქემ ავტომობილისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად გადაადგილების ალტერნატივა გამონახა და სკუტერი აირჩია.
სკუტერი ნამდვილად შედის იმ სატრანსპორტო ჩამონათვალში, რომელიც არც საცობებში და არც პარკინგის დროს უქმნის მომხმარებელს დისკომფორტს. ამ სატრანსპოტო საშუალების კომფორტულობაზე, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, ნამდვილად მეტყველებს სკუტერების გაზრდილი რაოდენობა.
გარდა სკუტერის ყოველდღიური, საკუთარი კომფორტის მოხმარების მიზნით გამოყენებისა, ძალიან ბევრი ადამიანის შემოსავლის წყაროდ იქცა ეს სატრანსპორტო საშუალება ბოლო წლების განმავლობაში. ძალიან პოპულარული გახდა ადგილზე მიტანის სერვისი, რამაც სკუტერები ნამდვილად აქცია ბევრი მოქალაქის შემოსავლის წაყაროდ.
ყველაფერ ზემოთ თქმულთან ერთად, გაზაფხულიც გვიახლოვდება, სიცივეს მალე მზიანი ამინდები შეცვლის, ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო კომფორტულს გახდის სკუტერების გადაადგილების საშუალებად გამოყენებას.
მომხმარებლის საჭიროებებს სალიზინგო კომპანია მოგომ კიდევ ერთხელ აუწყო ფეხი და ის ახალ პროდუქტს გთავაზობთ. სკუტერ ლიზინგი - ეს ის პროდუქტია, რომელიც ერთიანი ფულის არარსებობის შემთხვევაში დაგეხმარებათ შეიძინოთ სკუტერი, თავი აარიდოთ საცობებსა თუ პარკინგის პრობლემას ან უბრალოდ სკუტერის დახმარებით გაიჩინოთ ახალი შემოსავლის წყარო.
რა პირობებს გთავაზობთ მოგო სკუტერის ლიზინგით შესაძენად?
„სკუტერ ლიზინგი“ გულისხმობს მოგოს პარტნიორი სკუტერ სადგომებიდან ნებისმიერი ახალი ორთვლიანი გადასაადგილებელი საშუალების ლიზინგის დახმარებით შეძენას. მიღებული თანხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი 2 წელი ანუ 24 თვეა. რაც მთავარია, გრაფიკის მორგება მომხმარებლის პირად სურვილზეა დამოკიდებული.
მოგოში სკუტერის ლიზინგი ძალიან სწრაფი პროცესია. განაცხადის განსახილველად და შეთავაზების მისაღებად სულ რაღაც 30 წუთია საჭირო.
ახლა კი საინტერესოა ის თუ როგორ მუშაობს ლიზინგი სკუტერზე:
ნაბიჯი 1 - სკუტერის არჩევა
უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს სასურველი მოპედი ან სკუტერი. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ სკუტერის შეძენა შესაძლებელია მხლოდ მოგოს პარტნიორი მოტოსადგომებიდან, ესენია: Scoot Scoot და Moped Depot;
ნაბიჯი 2 - განაცხადის შევსება
შემდეგი ეტაპი არის განაცხადის შევსება, რაც გულისხმობს მოგოს ვებ-გვერდზე მომხმარებელსა და სკუტერზე ინფორმაციის მითითებას. მომხმარებლის მხრიდან უბრალოდ საჭიროა მისი სახელის, გვარის, პირადი ნომერის, დაბადების თარიღისა და საკონტაქტო ნომრის მითითება. რაც შეეხება ინფორმაციას სკუტერზე, ამ შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ Scoot Scoot-ზე ან Moped Depot-ზე შერჩეული ტრანსპორტის ბმულის დაკოპირება და სულ ესაა, განაცხადი მზადაა.

Its Official GIFfrom Contract GIFs

ნაბიჯი 3 - ხელშეკრულების გაფორმება
განაცხადის განხილვა ძალიან მოკლე დროში ხდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში მოგოს თანამშრომლები ძალიან მალე უკავშრდებიან ლიზინგით დაინტეერსებულ პირებს. შემდეგი ეტაპი კი ხელშეკრულების გაფორმებაა, რაც მომხმარებლის მხრიდან საჭიროებს მოგოს ფილიალში მისვლას. მოგოს ფილიალი საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია, ეს უკანასკნელი კი აადვილებს არადისტანციურ კომუნიკაციას.
ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე მომხმარებელი იღებს სრულ ინფორმაციას თანხაზე, ვადებზე და სალიზინგო სხვა ყველანაირ პირობაზე.
ნაბიჯი N4 - სკუტერის დარეგისტრირება
ხელშეკრულების გაფორმების შემდგომი და საბოლოო ეტაპები კი სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება და მისი მართვით სიამოვნების მიღებაა.
გაითვალისწინეთ, რომ სალიზინგო ვალდებულების დაფარვამდე სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არის მოგო, თუმცა მომხმარებელი სარგებლობს მისი მართვის სრული უფლებით.

Shah Rukh Khan Bauua Singh GIFfrom Shah Rukh Khan GIFs

გარდა სკუტერ ლიზინგისა, მოგო ასევე გთავაზობთ ავტო ლიზინგსა და უკულიზინგს. ასევე წაიკითხეთ საინტერესო სტატიები ჩვენს ბლოგზე: უკულიზიგი თუ ავტოლომბარდი ? ავტო ლიზინგი თუ ავტო სესხი ?
NS