ავტორი:

"საქართველოს პრემიერის განცხადებები არ გამოხატავს ჩემ პოზიციას - ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში" - ნინო ლომჯარია

"საქართველოს პრემიერის განცხადებები არ გამოხატავს ჩემ პოზიციას - ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში" - ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინისადმი დღეს გაკეთებული განცხადება არ გამოხატავს პირადად ომბუდსმენის პოზიციას. როგორც ლომჯარია "ფესიბუქზე“ წერს, "ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში“.

"საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებები და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას - ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!

ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!“, - წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის მიმართ სანქციებში - ეს მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას“.

ამასთან, ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს.

"კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, არა - დაკეტილია საჰაერო სივრცე და არათუ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.