ავტორი:

"რუსეთის არმიამ ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლი დაცხრილა, როდესაც იქ 50 ბავშვი იმყოფებოდა" - უკრაინის გენერალური პროკურორი

"რუსეთის არმიამ ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლი დაცხრილა, როდესაც იქ 50 ბავშვი იმყოფებოდა" - უკრაინის გენერალური პროკურორი

რუსეთის არმიამ "გრადის“ ტიპის იარაღით კიევის ოლქის ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლი დაცხრილა, რომელშიც 50 ბავშვი იმყოფებოდა. "უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა "ფეისბუკის“ გვერდზე წერს.

"საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას, რუსეთის სამხედროების მიერ "გრადის“ სისტემის გამოყენებისას, ნამსხვრევები ბავშვთა სახლის ერთ-ერთი შენობას მოხვდა, რომელშიც 50 ბავშვი იყო“ - წერს ვენედიქტოვა.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ნამსხვრევების მოხვედრის მომენტში ბავშვები გვერდით შენობაში იყვნენ. მისივე ინფორმაციით, ბავშვების ევაკუაცია არ მომხდარა, თუმცა, პროკურატურის ჩარევის შედეგად, მათი საევაკუაციო ზომები ტარდება.