ქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული, მტერს სურს დედაქალაქი მუხლებზე დააჩოქოს და ჩვენ გაგვანადგუროს, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
"ზოგიერთ რაიონში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. უკრაინელი სამხედროები ანეიტრალებენ რუსულ დივერსიულ ჯგუფებს. სამწუხაროდ, ამ დივერსიული ჯგუფების ნაწილმა კიევში შეაღწია. მტერს სურს დედაქალაქი მუხლებზე დააჩოქოს და ჩვენ გაგვანადგუროს" - განაცხადა კლიჩკომ.
მისი თქმით, არსებული სიტუაცია რთულია.
"სიტუაცია რთულია. მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მათ,“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.