ამერიკული სანქციები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსული ელიტის ოჯახის წევრებს შეეხო, რომლებზეც ოფიციალური პირები თავიანთ ქონებას აფორმებენ. ფიზიკური პირების ეს სია აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, რასაც უკრაინული პორტალი "ევროპეისკაია პრავდა" ავრცელებს.
სიაში შედის "ВТБ" ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დენის ბორტნიკოვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის ვაჟია.
ასევე, Promsvyazbank-ის მმართველი, პიოტრ ფრადკოვი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, მიხეილ ფრადკოვის ვაჟია.
შემდეგი არის VK Group-ის (VKontakte) აღმასრულებელი დირექტორი, ვლადიმირ კირიენკო. ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს ვაჟია. მამამისი რუსეთში საშინაო პოლიტიკის კურატორად ითვლება.
აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სანქციების ქვეშ მოხვდნენ ბანკები Vnesheconombank (VEB) და Promsvyazbank, თავიანთი 42 შვილობილი კომპანიით.
განცხადებში წერია, რომ VEB-ს რუსეთში ინვესტიციების მისაზიდად გადამწყვეტი როლი აკისრია, ხოლო Promsvyazbank თავდაცვის სექტორს აფინანსებს. სანქციების შედეგად, ვერცერთი ბანკი შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვეღარ აწარმოებს და აშშ-ს ფინანსური სისტემისგან ჩაიხსნებიან. ასევე, აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ მყოფი მათი ყველა აქტივი დაუყოვნებლივ გაიყინება. აშშ-ს ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს ამ დაწესებულებებთან ბიზნესწარმოება ეკრძალებათ, თუკი მათ სპეციალური უფლებამოსილება არ აქვთ...წაიკითხეთ სრულად