ავტორი:

"ყველა აქ ვართ, ვიცავთ დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს" - ზელენსკიმ ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ერთად კიევის ქუჩიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა

"ყველა აქ ვართ, ვიცავთ დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს" - ზელენსკიმ ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ერთად კიევის ქუჩიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ქუჩიდან ვიდეომიმართვა ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ერთად გაავრცელა.

მასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ფრაქციის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მრჩეველი იყვნენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა ყველა რჩება ადგილზე და აგრძელებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას.

"საღამო მშვიდობის. ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი პოდოლიაკი აქ არის, პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის.

ჩვენი ჯარები აქ არიან, მოქალაქეები აქ არიან, ყველა აქ ვართ. ვიცავთ დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს და ასე იქნება მომავალშიც. დიდებს ჩვენს დამცველებს,“- განაცხადა ზელენსკიმ.