ავტორი:

"რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს" - ნატო-ს ლიდერების ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარს განათავსებენ

"რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს" - ნატო-ს ლიდერების ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარს განათავსებენ

ნატო-ს ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის შემოჭრის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში ისინი მეტ ჯარს ათავსებენ. ამის შესახებ 30 ლიდერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ნატო მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან და "უკან დაიხიოს აგრესიის გზიდან, რომელიც აირჩია".

"პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ არის საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, წლების განმავლობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გაგზავნის შესახებ ნატო ამბობს, რომ „განახორციელებს ყველა საჭირო განლაგებას ძლიერი და სანდო შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად“.

„ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციული“, - აღნიშნულია განცხადებაში.