ავტორი:

"უკრაინელებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების გამართვა ვარშავაში სურდათ, შემდეგ კი კავშირიდან გავიდნენ" - პესკოვი

"უკრაინელებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების გამართვა ვარშავაში სურდათ, შემდეგ კი კავშირიდან გავიდნენ" - პესკოვი

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინულ მხარეს შეხვედრა ვარშავაში სურდა, თუმცა შემდეგ კონტაქტიდან გავიდნენ. ინფორმაციას „სი-ენ-ენ-ი“ ავრცელებს.

"ვლადიმერ პუტინმა მაშინვე დაურეკა ალექსანდრ ლუკაშენკოს და შეუთანხმდა, რომ ბელარუსის მხარე ყველაფერს გააკეთებდა საუკეთესო სახით გაეწია ორგანიზება დელეგაციების ჩასვლისა და მათი უსაფრთხოებისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის დავალებით დელეგაციის ფორმირება მოხდა , რომელშიც რუსეთის თავდაცის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შედიოდნენ.

პესკოვის თქმით, ინფორმაცია მიეწოდა უკრაინულ მხარესაც.

"მცირე პაუზის შემდეგ, უკრაინელებმა განაცხადეს, რომ მათ მოლაპარაკებების გამართვა ვარშავაში სურდათ. შემდეგ კი კავშირიდან გავიდნენ“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.