ქართველი ხალხი უკრაინას მძლავრ სოლიდარობას უცხადებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი "ტვიტერის" გვერდზე წერს და თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების ფოტოსთან ერთად აქვეყნებს.
"ქართველი ხალხი უკრაინას მძლავრ სოლიდარობას უცხადებს. რაც უფრო მტკიცე იქნება კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მით უკეთესი”, - წერს მარკ კლეიტონი.
უკვე რამდენიმე საათია თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე საათია ასეულობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე უკრაინას რუსული აგრესიის გამო სოლიდარობას უცხადებს.
აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობა უკრაინის დროში ფერებში გაანათეს. ადგილზე გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები. ისმოდა შეძახილები: „უკრაინა, უკრაინა!“. ასევე აქციაზე იყო მოწოდება მთავრობის და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით - „წადით, წადით!“.