უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში ჩატარებული აქციის შემდეგ ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნულის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა.
"საოცარი ქართველი ხალხი, რომლებსაც ესმით როგორ უნდა დაუდგნენ მეგობრებს გვერდში. მადლობა ყველას, ვინც თბილისში და სხვა ქალაქებში გარეთ გამოხვედით და გააპროტესტეთ ომი.
არის მომენტი, როცა ხალხი არ წარმოადგენს მთავრობას, მაგრამ ბევრად უკეთესები არიან ვიდრე მათი მთავრობა" - წერს უკრაინის პრეზიდენტი,ზელენსკი.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია ასეულობით ადამიანმა გააპროტესტა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
აქცია პარტია "დროასა" და სამოქალაქო აქიტივისტების მიერ იყო ორგანიზებული.
აქცია თავდაპირველად კანცელარიასთან დაიწყო. აქტივისტებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში გაანათეს, ხოლო შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.