ავტორი:

"კიევში, სამხედრო ნაწილზე შეტევა მოგერიებულია - ამჟამად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ვასილკოვში"

"კიევში, სამხედრო ნაწილზე შეტევა მოგერიებულია - ამჟამად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ვასილკოვში"

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებში აცხადებენ, რომ კიევში, "თავისუფლების გამზირზე“ სამხედრო ნაწილის წინააღმდეგრუსული ძალების მიერ განხორციელებული შეტევა მოგერიებულია.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ამჟამად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში, სადაც ოკუპანტები დესანტის დაშვებას ცდილობენ.

ტელეკომპანია CNN-ის უახლესი ინფორმაციით, კიევში რამდენიმე წუთია სიწყნარეა და აფეთქებების ხმა შეწყდა.

ცნობისთის, თითქმის მთელი ღამე შეტაკებები მიმდინარეობს დედაქალაქ კიევის აღმოსავლეთ გარეუბანში. გამთენიისას კიევში მედიის ჯგუფებმა, ასევე გაიგეს ძლიერი აფეთქებების ხმა ქალაქის დასავლეთით და სამხრეთით, ჰორიზონტზე ცა განათდა.

ასევე მედია წერს, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებებია ჩრდილო-დასავლეთით რაიონშიც, ტერიტორიაზე არის სამხედრო ბაზა.