ავტორი:

"ქალაქში რუსული დესანტი დაეშვა, გვყავს დაღუპულები და დაჭრილები" - ვასილკოვის მერი

"ქალაქში რუსული დესანტი დაეშვა, გვყავს დაღუპულები და დაჭრილები" - ვასილკოვის მერი

უკრაინის ქალაქ ვასილკოვის მერი, ნატალია ბალასინოვიჩი აცხადებს, რომ ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს, რუსი ოკუპანტები სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის არიან დაღუპულები.

"მშვიდობიანი მოსახლეობა თავშესაფარში ჩავიდა, ყველა ღელავს. გვაქვს დანაკარგები, ბევრი დაჭრილი გვყავს", - აღნიშნა მერმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

ვასილკოვი დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს.