კიევში სიტუაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
"ჩვენ ვაჩერებთ ურდოს, როგორც შეგვიძლია, კიევში სიტუაცია უკრაინის სამხედრო შეიარაღებული ძალებისა და კიევის მოქალაქეების კონტროლის ქვეშაა", - აღნიშნა დანილოვმა.
შეგახსენებთ, კიევის ქუჩებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. დედაქალაქის მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ და ქუჩებში გასვლიდან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.