ავტორი:

სასწაული კიევში: თავშესაფრად ქცეულ მეტროში გოგონა დაიბადა (ფოტო)

სასწაული კიევში: თავშესაფრად ქცეულ მეტროში გოგონა დაიბადა (ფოტო)

კიევზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, მოსახლეობა ქალაქის მეტროსადგურებს აფარებს თავს. წუხელ, სროლებისა და აფეთქებების ფონზე სწორედ მეტროში სამყაროს პატარა სასწაული მოევლინა.

როდესაც 23 წლის ქალს ტკივილები დაეწყო, პოლიციამ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახა. პატარას, რომელიც სამყაროს 20:30 წუთზე მოევლინა მია დაარქვეს.

დედაც და ახალშობილიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ.

წყარო: www.dailymail.co.uk