ავტორი:

"ახალი დღე მაკრონთან საუბრით დაიწყო... იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისკენ მომავალ გზაზეა - ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს!" - ზელენსკი

"ახალი დღე მაკრონთან საუბრით დაიწყო... იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისკენ მომავალ გზაზეა - ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს!" - ზელენსკი

საფრანგეთმა უკრაინას საბრძოლო იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა. ამ ინფორმაციას Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აქვეყნებს.

"დიპლომატიურ ფრონტზე ახალი დღე ემანუელ მაკრონთან საუბრით დაიწყო. ჩვენი პარტნიორების იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისკენ მომავალ გზაზეა. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს!“- წერს ზელენსკი.

მისივე ინფორმაციით, სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს. ზელენსკის თქმით, მას აღნიშნულის შესახებ უკვე ჰქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.

„ეს არის ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს. შარლ მიშელთან განვიხილე დამატებითი ეფექტური დახმარების საკითხი და ასევე უკრაინელების გმირული ბრძოლა მათი თავისუფალი მომავლისთვის“, - წერს ზელენსკი.