ავტორი:

"ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს სიკვდილით დასჯის კანონი აღადგინოს" - დიმიტრი მედვედევი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე

"ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს სიკვდილით დასჯის კანონი აღადგინოს" - დიმიტრი მედვედევი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს არ სჭირდება დიპლომატიური კავშირები დასავლეთთან.

მისი თქმით, მოსკოვი გააგრძელებს უკრაინაში შეჭრას იქამდე, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევს.

მედვედევმა დასავლეთი ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს, სიკვდილით დასჯის კანონი აღადგინოს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთს ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობის უფლება უწყდება, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან არის დაკავშირებული.