ავტორი:

"შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისთვის" - კახეთში უკრაინელებისთვის გასაგზავნად ჩურჩხელებს აგროვებენ

"შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისთვის" - კახეთში უკრაინელებისთვის გასაგზავნად ჩურჩხელებს აგროვებენ

სამოქალქო სექტორის ორგანიზებით, კახეთში უკრაინელების მხარდამჭერი აქცია - "შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისთვის" დაიწყო.

ერთ-ერთი ინიციატორის მაია მამულაშვილის თქმით, ადგილობრივი მცირე მეწარმეები თუ რიგითი მცხოვრებლები აქციას დიდი ენთუზიამით უერთდებიან.

"რამდენიმე საათის წინ დავიწყეთ კახეთის სამოქალაქო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა მედია გამოცემამ "კახეთის ხმა" ეს აქცია. მიზანია უკრაინელ სამოქალაქო პირებს მათ შორის, ბავშვებს დავეხმაროთ კახური ნობათით. ვგეგმავთ, რომ შეგროვილი ტკბილეული გავგზავნთ ნებისმიერი გზით, რითიც შევძლებთ. როგორც მითხრეს, პოლონეთის მხრიდან არის მიმოსვლა და ფოსტით ან კერძო დახმრებით გავგზავნით.

გვიკავშირდებიან მცირე და მიკრო მეწარმეები, არის დიდი დაინტერესება და მზაობა. არასამთარობო ორგანიზაციები აგროვებენ სოფლებში. ჯერ მცირე რაოდენობაა. ახლად გავაჟღერეთ. ვფიქრობთ. შუა კვირაში მინიმუმ 300 ცალს მოვაგროვებთ. "- ეუბნება AMBEBI.GE -ს მაია მაულაშვილი.