ავტორი:

ზელენსკის ინფორმაციით, თურქეთმა რუსულ სამხედრო გემებს შავი ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა

ზელენსკის ინფორმაციით, თურქეთმა რუსულ სამხედრო გემებს შავი ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, თურქეთმა რუსულ სამხედრო გემებს შავი ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა. ამის შესახებ მან "ტვიტერზე“ განაცხადა.

"მადლობა ჩვენს მეგობარს, პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს ძლიერი მხარდაჭერისთვის. შავ ზღვის მიმართლებით რუსული სამხედრო გემებისთვის გასასვლელის ჩაკეტვა და წონადი სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მოსახლეობა ამას არასდროს დაივიწყებს.

ცნობისთვის, უკრაინამ თურქეთს თხოვნით მიმართა, რუსეთის სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაეკეტა.