უახლოეს წუთებში კიევში მასირებულ სარაკეტო დარტყმას ელოდებიან. „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით რადას დეპუტატმა „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან ირინა გერაშენკომ „ფეისბუკზე“ დაწერა.
"ყველა მოემზადოს. დაზვერვის მონაცემებით, 30 წუთში კიევში იფრენს ყველაფერი, რაც ფაშისტურ ოჯახს გააჩნია. გთხოვთ, თავი შეაფაროთ თავშესაფრებში”, - წერს გერაშენკო.
ის „ფეისბუკ“ მომხმარებლებს სთხოვს, ეს ინფორმაცია გაავრცელონ.