ავტორი:

რუსულმა ძალებმა კიევში რადიოაქტიური ობიექტი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა კიევში რადიოაქტიური ობიექტი დაბომბეს

რუსული რაკეტები კიევში, რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემა მწყობრიდან არის გამოსული. მაგრამ სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ჭურვების ვარდნა", - აცხადებენ უწყებაში.

სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ პეჩერსკაიას მეტროსადგურთან რადიაციული ფონი ნორმალური და უცვლელია.