უკრაინის დედაქალაქ კიევის დასავლეთ რაიონში ინტენსიური სროლების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
კიევის ოხმატდიტის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულთა შორის ორი მოზარდია.