კიევში რუსი ოკუპანტების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტომობილში ოჯახის 5 წევრი იჯდა, დაიღუპნენ მშობლები და მეოთხე კლასელი გოგონა,
ორი ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებული ბავშვების მდგომარეობა მძიმეა.