რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და ქვეყანაში მიმდინარე ომს პოლიტიკური საკითხების ექსპერყი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ხუხაშვილი წერს, რუსეთმა მიიღო ვითარება როდესაც უკრაინელი ხალხი და უკრაინული არმია ერთიანია და იბრძვის ყველა ქალაქისა და სოფლისთვი და "ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება მრავალმილიონიანი, დიდ ფართობზე გადაჭიმული ქვეყნის ოკუპაცია."
"რუსეთის მთავარი გათვლა იყო იმაზე, რომ პირველი დარტყმით გამოწვეული შოკის შემდეგ გარკვეულ ქალაქებში მოახერხებდა კოლაბორაციული კერების შექმნას და მცირე სისხლით წინსვლას.ამის ნაცვლად მიიღო ვითარება, როდესაც უკრაინული არმია და ხალხი ერთიანია და იბრძვის ყველა ქალაქისა, თუ სოფლისთვის. ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება მრავალმილიონიანი, დიდ ფართობზე გადაჭიმული ქვეყნის ოკუპაცია და მითუმეტეს გაკონტროლება.უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ ბლიცკრიგი ჩაიშალა.ახლა რუსეთს სამხედრო ამოცანის შესრულება შეუძლია მხოლოდ დიდი მსხვერპლით, რის შედეგადაც ის ყველა შემთხვევაში წაგებულია პოლიტიკური და ისტორიული გაგებით.
ზელენსკი, რომელიც გახდა ამ უპრეცედენტო ერთიანობის, მხნეობის და სიმამაცის სიმბოლო დღევანდელი სამყაროს მთავარი გმირია.როდესაც ასეთი ადამიანი ამბობს, რომ ქართველი ხალხი უკეთესია, ვიდრე მისი მთავრობა, ერთის მხრივ მეამაყება, მეორე მხრივ კი მრცხვენია…", - წერს ხუხაშვილი.