ავტორი:

ბრძოლის ველად ქცეული უკრაინის დედაქალაქი და ფოტოებზე აღბეჭდილი ომის სისასტიკე

ბრძოლის ველად ქცეული უკრაინის დედაქალაქი და ფოტოებზე აღბეჭდილი ომის სისასტიკე

რუსული სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გრძელდება. საომარი მოქმედებები ქვეყნის სხვა ქალაქებთან ერთად, დედაქალაქ კიევშიც მიმდინარეობს. მოქალაქეები მეტროსადგურებს აფარებენ თავს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაღუპული და დაშავებულია 240 მშვიდობიანი მოქალაქე. მათივე ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმ 64-ია.

გაერომ ასევე განაცხადა, რომ 160 000-ზე მეტი უკრაინელი ახლა იძულებით გადაადგილებულია და ცდილობს ქვეყნის საზღვრები დატოვოს. უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის შეჭრამ, შესაძლოა, ხუთი მილიონი ადამიანი ლტოლვილად აქციოს.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს კიევიდან, რომელსაც BBC-ის აქვეყნებს

კორპუსი, რომელსაც გასულ შაბათს რუსულმა რაკეტამ დაარტყა
კორპუსზე მიტანილი იერიშის შედეგი

ევაკუაციის ამსახველი კადრი

საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენების ჩართვისას ადამიანები ცდილობენ უსაფრთხო ადგილი იპოვონ
უკრაინელი ჯარისკაცი
მოქალაქეები საცხოვრებლის დატოვებისას
უკრაინული ოჯახი თავშესაფარში