რუსული ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში შევიდნენ , - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსული მსუბუქი სამხედრო მანქანები "ქალაქში შეიჭრნენ". მან მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა.
"არ დატოვოთ თავშესაფრები! უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. მშვიდობიან მოსახლეობას ვთხოვთ, არ გამოვიდნენ ქუჩებში“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.
ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფრებში და თქვა, რომ რუსული ჯარები, როგორც ჩანს, ქალაქის ცენტრში იმყოფებოდნენ.