ავტორი:

"მინდა, მადლობა გადავუხადო სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას უმწიკვლო სამსახურისთვის" - პუტინი

"მინდა, მადლობა გადავუხადო სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას უმწიკვლო სამსახურისთვის" - პუტინი

"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც "უკრაინაში მსახურობენ“, - ამის შესახებ კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მინდა, მადლობა გადავუხადო სარდლობას, სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას, სპეცდანიშნულების რაზმის ვეტერანებს ფიცისადმი ერთგულებისთვის, უმწიკვლო სამსახურისთვის.

მისი თქმით, სამხედროებმა არაერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა იმოქმედონ "მაქსიმალურად ეფექტურად და კომპეტენტურად ნებისმიერ, ურთულეს პირობებში, გადაჭრან ურთულესი და საპასუხისმგებლო ამოცანები.“

ცნობისათვის, "სპეციალური ოპერაციების ძალების“ დღეს რუსეთში 2015 წლიდან, ყოველ 27 თებერვალს აღნიშნავენ.