ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, კიევის ოლქში, მაკაროვაში გაიარა რუსი ოკუპანტების ტექნიკამ 15 ტანკის, 25 ჯავშანტრანსპორტიორისა და ურალის ტიპის 15 ავტომანქანაში მსხდომი ადამიანებით.
"მიემართებიან კიევისკენ, ან ჟიტომირისკენ“, - წერს ჟურნალისტი ანდრეი ციპლენკო "ტელეგრამში".
ადგილობრივების თქმით, უკვე სამმა კოლონამ გაიარა, მათ შორის ტექნიკამ, სატვირთოებმა ცეცხლსასროლი იარაღითა და რაკეტებით. გადააქვთ საწვავიც.
მათივე ინფორმაციით, ტანკებმა გაიარეს მაკაროვა და ცდილობენ კიევში მოხვედრას.