უკრაინულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვზე კონტროლი დაიბრუნეს, - ინფორმაციას ხარკოვის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ხარკოვზე კონტროლი მთლიანად ჩვენია! შეიარაღებული ძალები, პოლიცია და თავდაცვის ძალები მუშაობენ და ქალაქი მთლიანად იწმინდება მტრისგან“, - აცხადებს გუბერნატორი.
შეგახსენებთ, რუსულმა ჯარებმა დღეს დილით ხარკოვში შეღწევა მოახერხეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ქალაქის ქუჩებში მიმდინარე ბრძოლები იყო ასახული.