საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მან ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსიდან რუსეთის ჯარის გაყვანის უზრუნველყოფა სთხოვა, - ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.
"გუშინ საღამოს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვთხოვე ბელარუსიდან რუსეთის ჯარის გაყვანის უზრუნველყოფა. ბელარუს და უკრაინელ ხალხს შორის ძმობამ ბელარუსს უნდა უბიძგოს უარი თქვას გახდეს რუსეთის ვასალი და ფაქტობრივად თანამზრახველი უკრაინასთან ომში", - წერს მაკრონი.