ავტორი:

"უკრაინის მთელი ტერიტორია კონტროლს ექვემდებარება" - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

"უკრაინის მთელი ტერიტორია კონტროლს ექვემდებარება" - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

ამ დროისთვის უკრაინის მთელი ტერიტორია, ფაქტობრივად, მთლიანად კონტროლს ექვემდებარება და ვითარება სტაბილურია, - „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ ტელეეთერში განაცხადა.

"ვფიქრობ, უკვე ყველამ იცის, რომ მტერმა ვერ შეძლო ვერცერთ ქალაქში შესვლა“, - განაცხადა დენისენკომ.

მისი თქმით, დაახლოებით ორი საათის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსები ფაქტობრივად, განდევნილი არიან ირპენიდან და მთლიანად გაწმენდილია ხარკოვი.

"პრინციპში, ვოლნოვახა მთლიანად გაწმენდილია. იქ იყო საუბრები, რომ ის რუსებმა წაგვართვეს. არა: ვოლნოვახა კვლავ უკრაინისაა", - განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.

მისი თქმით, შეშფოთებას იწვევენ დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები.