ავტორი:

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე?

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე?

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციას შეუერთდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები. გარდა ამისა, მათ უკრაინის მხარდამჭერი ბანერები უჭირავთ და უკრაინელ ხალხს შეძახილებით ამხნევებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი კაკულიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურლველთა გამგზავრების ორგანიზება სთხოვა.

"უკრაინაში დავიბადე. დიდი ხანია, რაც იქ აღარ ვცხოვრობ, მაგრამ ის ჩემი სამშობლოა. ვთვლი, რომ ყველა კაცმა საკუთარი მიწა უნდა დაიცვას და სწორედ ამიტომ მსურს უკრაინაში წასლა. როგორც იცით, ავიამიმოსვლა შეჩერებულია, ამიტომ ხელისუფლებას ვთხოვ, რომ შეაგროვოს უკრაინაში წასვლის მსურველი მოხალისეები და გაგვაგზავნოს. საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს - ეს არის რუსეთის პოლიტიკა და აგრესია. რუსეთი ახლა უკრაინაშია, მაგრამ ის მალე საქართველოშიც მოვა", - აღნიშნა გიორგი კაკულიამ.

პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.