ავტორი:

"ლატვია მზადაა, თავშესაფარი მისცეს იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც უარი თქვეს, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე" - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

"ლატვია მზადაა, თავშესაფარი მისცეს იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც უარი თქვეს, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე" - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

ლატვია მზადაა, თავშესაფარი მისცეს იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე , - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ "ტელეგრამის" არხზე განაცხადა.

"ლატვიელები მზად, არიან მისცენ თავშესაფარი რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე", - წერს გერაშენკო.

მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი.

"რუსული ჯარები დემორალიზებულია. მათ არ სურთ ბრძოლა. ევროპაში საცხოვრებლად წასვლის შესაძლებლობა მათთვის გადარჩენის საკითხია", - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრის მრჩეველმა.