ავტორი:

"ეს ნიშნავს, რომ ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს" - დმიტრო კულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს

"ეს ნიშნავს, რომ ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს" - დმიტრო კულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს

ჩვენ მოვითხოვთ, რუსეთის გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, რუსეთის გაზისა და ნავთობის შესყიდვა ახლა, გულისხმობს იმას, რომ "ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს“.

"ჩვენ მოვითხოვთ, რუსეთის გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. მისი შესყიდვა ახლა, გულისხმობს იმას, რომ ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს. მივესალმები რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს პირველ, გადამწყვეტ ნაბიჯებს ამ კუთხით და მოვუწოდებ სხვებს, განაგრძონ ეს ნაბიჯები მტკიცედ და დაუყოვნებლივ“, - წერს კულება.