ავტორი:

"რომ არ ვიცოდე როგორი გამყიდველი ხარ, შეიძლება დამეჯერებინა, რომ სამშობლოსათვის იხრჩობი!" - თინა კანდელაკს ყოფილი მეგობრები დაუპირისპირდნენ

"რომ არ ვიცოდე როგორი გამყიდველი ხარ, შეიძლება დამეჯერებინა, რომ სამშობლოსათვის იხრჩობი!" - თინა კანდელაკს ყოფილი მეგობრები დაუპირისპირდნენ

რუსეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის ჟურნალისტს და კრემლთან დაახლოებულ პირს თინა კანდელაკს, საჯაროდ უკვე ყოფილი მეგობრები დაუპირისპირდნენ. ქსენია სობჩაკი და ნათელა კრაპივინა, რომელიც აზერბაიჯანიდან არის და უკრაინაში ცნობილი პროდიუსერი და რეჟისორია, კანდელაკის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც არ იშურებენ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ომის დაწყების დღეს თინა კანდელაკმა სოციალურ ქსელში პუტინის მხარდამჭერი პათოსით გაჯერებული პოსტი გამოაქვეყნა. ჟურნალისტი წერდა:

"როდესაც ხედავთ პოსტს სოცქსელებში სიტყვებით: "საშინელებაა, როგორ მრცხვენია რუსეთის გამო და მეცოდებიან უკრაინელები", იქვე მოძებნე ამ სიმართლის მოყვარულებთან, თუ წერენ დონბასში, ბოლო 8 წლის განმავლობაში გარდაცვლილ ადამიანებზე, თუ იქ არასწორი ადამიანები დაიღუპნენ?"... - ეს მხოლოდ ფრაგმენტი გახლავთ კანდელაკის პუტინისტური სტატუსიდან.

მოგვიანებით, კანდელაკი ეცადა, რომ თავისი პოზიცია სხვა მხრივ დაენახებინა მომხმარებლებისთვის, მაგრამ მეორედ დაწერილ პოსტზე, ქართველების გარდა, ყოფილმა მეგობრებმაც გააკრიტიკეს.

ნათელა კრაპივინამ კანდელაკს მისწერა: "რომ არ ვიცოდე როგორი გამყიდველი ხარ, შეიძლება დამეჯერებინა რომ სამშობლოსათვის იხრჩობი! მაგრამ შენ არც სამშობლო გაქვს, არც ოჯახი, არც სიყვარული! დაე, შენმა შვილებმა არასოდეს ნახონ თავს ზემოთ აფეთქებული ჭურვები! გული მერევა შენზე!“

ნათელა კრაპივინას მხარდაჭერა გამოუცხადა ქსენია სობჩაკმაც და თინა კანდელაკის მისამართით დაწერა: "უბრალოდ, დაიმახსოვრეთ, როგორ იხდის საფასურს კანდელაკი ახალი სამსახურისთვის...“

თინა კანდელაკი ახლახან “Газпром-медиа”-ს გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ის ასევე კომპანია "აპოსტოლის“ პარტნიორი და თანამფლობელია. 2010 წლიდან ქართული რესტორნების ქსელ "თინათინის" დამფუძნებელი. ის სხვადასხვა ბრენდებთან თანამშრომლობით მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს. აქვს საკუთარი პარფიუმერული ბრენდი. სხვათა შორის, თინა კანდელაკს საქართველოშიც აქვს ბიზნესი, მის მფლობელობაშია მაღაზია "დიორი...“

ნათელა კრაპივინამ თავის მიმართვაში დაგმო არა მარტო თინა კანდელაკი, მან ასევე ინსტაგრამის საშუალებით მიმართა ნიკოლაი ბასკოვს, რომელიც ლატვიამ შავ სიაში შეიყვანა უკრაინაში სპეცოპერაციის მხარდაჭერისთვის.

"კოლია, მაგარი ბიჭი ხარ! კეთილი, გულუხვი, ადამიანური! რატომ ხარ ომში?..“