"ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელსა და პარიზში გაემგზავრება პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა უნდა გაიმართოს.
"მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ბრიუსელსა და პარიზში გამგზავრებამდე, გამართოს შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან.
დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია გაერთიანებული და კოორდინირებული ძალისხმევა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად“, - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქში“.