ავტორი:

"გაათავისუფლეთ პუტინის პირადი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი ქართული ციხიდან, ჩვენ ის უკრაინაში გვჭირდება“ - რას წერს ლიზა იასკო

"გაათავისუფლეთ პუტინის პირადი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი ქართული ციხიდან, ჩვენ ის უკრაინაში გვჭირდება“ - რას წერს ლიზა იასკო

უკრაინის რადას დეპუტატი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ქალი ლიზა იასკო უკრაინაშია. ის აქტიურად არის ჩართული მის სამშობლოში მიმდინარე მძიმე პროცესებში, ხშირად რთავს "ლაივებს“ სოციალურ ქსელში და სხვადასხვა მედიასაშუალებებთანაც აქტიურად თანამშრომლობს.

“დასავლეთს 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის დროს რომ მძაფრი რეაქცია ჰქონოდა, ჩვენთან არ მოხდებოდა შემოჭრა 2014 წელს და არ მოხდებოდა ის, რაც დღეს ხდება“, - ამბობს ლიზა იასკო "ვაშინგტონ პოსტთან“.

გარდა ამისა, უკრაინის რადას დეპუტატი "ინსტაგრამზე“ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე წერს, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი უკრაინას სჭირდება.

"უკრაინაში უკვე მეხუთე დღეა საშინელება ტრიალებს. გაათავისუფლეთ პუტინის პირადი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი ქართული ციხიდან, ჩვენ ის უკრაინაში გვჭირდება“, - წერს ლიზა იასკო.