ავტორი:

იაგო ხვიჩია უმრავლესობას: "მორალში ხართ გადანგრეული - წაგებული რუსების მხარეს ხართ!"  - ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

იაგო ხვიჩია უმრავლესობას:  "მორალში ხართ გადანგრეული -  წაგებული რუსების მხარეს ხართ!"  - ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

არ იცით, ახლა რა სამარცხვინო პოზიციით მოძრაობთ?! მორალში ხართ გადანგრეული - ხართ წაგებული რუსების მხარეს! - ამ განცხადებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობის წევრებს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ბიუროს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რაც სწორედ ხვიჩიას განცხადებას მოჰყვა.

“პოზიცია, რაც “ქართულ ოცნებას“ მისი პრემიერი -მინისტრის სახით უჭირავს, ძალიან საშიშია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ბრძოლას რუსეთი არ იგებს. როცა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი ბრძოლას აგებს და ასეთ დროს ჩვენ ვიძახით, რომ სანქციები არ მუშაობს, უკრაინა მარტოა და ასე შემდეგ, გამოდის, რომ არასწორ მხარეს ვგულშემატკივრობთ. არასწორ მხარეს გულშემატკივრობა ძალიან საშიშია. დააფიქსირეთ ვის გულშემატკივრობთ!“ - მიმართა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობის წევრებს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ხვიჩიას განცხადება შეურაცხყოფად შეაფასეს. მას სოზარ სუბარმა უპასუხა, რომ “არის არაკაცი და არაკაცების პარტია“.

“იუნკერების საფლავი შენთვის რომ რამეს ნიშნავდეს, დეზერტირობას მხარს არ დაუჭერდი. სწორედ შენი პრეზიდენტი იყო რომ ხოხავდა. ამიტომაც არის იქ გამოკეტილი“, - განაცხადა სუბარმა იაგო ხვიჩიას პასუხად.

"პროვოკატორი ხარ! დეზერტირების პარტია მორალს მიკითხავს", - ასე მიმართა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ბიუროს სხდომაზე „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას.

კამათის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, რომ უკრაინის ომზე საუბარს, ასეთი დისკუსია არ შეშვენის.