"გაჩუმდი! ნუ გვარცხვენ!" - ასე გამოეხმაურა პარტია "ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას.
ხაზარაძის განცხადებით, ღარიბაშვილის რიტორიკა რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.
"პრემიერ - მინისტრის განცხადებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანს. მისი რიტორიკა რუსეთის პროპაგანდის ნაწილია. გაჩუმდი! ნუ გვარცხვენ!“ - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.