რუსეთმა საკუთარ ავიაკომპანიებს ფრენები 36 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და კანადაში აუკრძალა.
რუსეთის ხელისუფლების აღნიშნული ნაბიჯი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც რუსეთის კუთვნილ და რუსეთის მიერ კონტროლირებად ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა.