რუსულმა არტილერიამ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში საცხოვრებელი კვარტლები დაბომბა, - ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 54 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ამასთან, ორი დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.