რუსეთისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე ვიზიტი გააუქმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა კვირას დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. აკრძალვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხო ზომების ნაწილია.
"ჩვენი საჰაერო სივრცე დაიკეტება ყველა რუსული თვითმფრინავისთვის და ეს მოიცავს ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებსაც“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.