უკრაინაში დაწყებული ომიდან მე-5 დღესაც საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
აქციაზე იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.
შეკრებილებს თან აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები. გარდა ამისა, მათ უკრაინის მხარდამჭერი ბანერები უჭირავთ და უკრაინელ ხალხს შეძახილებით ამხნევებენ.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.