ავტორი:

რა შემთხვევაში შეწყვეტს რუსეთი ომს? - უკრაინული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან საუბარში შესაბამისი პირობები დაასახელა

რა შემთხვევაში შეწყვეტს რუსეთი ომს? - უკრაინული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან საუბარში შესაბამისი პირობები დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა.

ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზეა განთავსებული.

პუტინმა აუცილებელ პირობად დაასახელა "უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც, მისი თქმით, მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას; უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას; რუსეთის სახელმწიფო ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.

კრემლის ლიდერმა ასევე გაიმეორა თავისი განცხადებები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები "არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე“.

"მან ამ ყველაფერში "უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, დაიცვას ზოგიერთი შეთანხმება, კერძოდ - შეწყვიტოს დარტყმები და თავდასხმები სამოქალაქო საცხოვრებლებზე და დაიცვას ყველა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.