ავტორი:

"მინდა გამოვხატო განსაკუთრებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - გაოცებული ვარ ამ ხალხით და ცოტა მშურს კიდეც" - ბაჩო ახალაია

"მინდა გამოვხატო განსაკუთრებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - გაოცებული ვარ ამ ხალხით და ცოტა მშურს კიდეც" - ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. როგორც მან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, უკრაინელი ხალხით გაოცებულია და ცოტა შურს კიდეც.

"ერთი სიტყვით მინდა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გაოცებული ვარ ამ ხალხით. გაოცებული ვარ! და თუ შეიძლება ვთქვა, რომ ცოტა მშურს. სამწუხაროდ, ახლა ბევრი არაფერი შემიძლია“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე აქვს მისჯილი.