ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი - გასული 24 საათის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი - გასული 24 საათის ეპიდვითარება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 226 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 213 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 013 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 847 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 612 319.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25.18% ხოლო 7 დღის მანძილზე - 20.73%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 003 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 513 164.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 199 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა, აჭარა - 362, იმერეთი - 1 226, ქვემო ქართლი -286, შიდა ქართლი - 446, გურია - 321, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 506, კახეთი - 542, მცხეთა-მთიანეთი - 174, სამცხე-ჯავახეთი - 140, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 930 საიდანაც:

4 479 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 137, აჭარაში - 418, იმერეთში - 725.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 000 პირი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 105, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 34, იმერეთში - 23.

78 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.