ავტორი:

"რუსული ვალუტა უკვე ჩვეულებრივ ქაღალდად გადაიქცევა - უკრაინის სკოლის მოსწავლეებიც კი გადავიდნენ კიბერფრონტზე შეტევაზე" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

"რუსული ვალუტა უკვე ჩვეულებრივ ქაღალდად გადაიქცევა - უკრაინის სკოლის მოსწავლეებიც კი გადავიდნენ კიბერფრონტზე შეტევაზე" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

ამ დღეების განმავლობაში უკრაინელი ხალხი რუს მოსახლეობას იმას აჩვენებენ, რითი განსხვავდებიან თავისუფალი ადამიანები მონებისგან. ისინი, ვინც წლების განმავლობაში აღფრთოვანებული იყო ცოფიანი მანიაკით, ათწლეულების განმავლობაში მონანიებისთვის არიან განწირულები,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში უკვე ასობით ათასმა ადამიანმა გაიგო, რომ მათ ატყუებენ და არანაირი სპეცოპერაცია არ არსებობს, არამედ მიმდინარეობს დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

რეზნიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის დამცველების გმირობის წყალობით იხსნება ახალი ფრონტები, სადაც მტერი დიდ დანაკარგს განიცდის.

„მინდა გითხრათ ჩვენი ბიჭებისა და გოგოების შესახებ აღმოსავლეთ ფრონტიდან, რომლებიც გადაულახავ ბარიერად იქცნენ მტრისთვის, ეს მისი დემორალიზაციის მიზეზია,“ - აცხადებს რეზნიკოვი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ფრონტზე რუსეთი უკვე განიცდის განადგურებას - რუსული ვალუტა ჩვეულებრივ ქაღალდად გადაიქცევა.

„ოკუპანტის ჯარის განადგურებას უკვე შეუერთდა საერთაშორისო IT - საზოგადოება. უკრაინის სკოლის მოსწავლეებიც კი გადავიდნენ შეტევაზე კიბერფრონტზე. იზრდება იარაღისა და ყველაფერი საჭიროს მოწოდება ევროპიდან. ასობით ათასმა ადამიანმა რუსეთში უკვე გაიგო, რომ მათი ხელისუფლება ატყუებს, რომ არ არის არანაირი სპეცოპერაცია. ჩვეულებრივი დაპყრობითი ომია, რომელსაც ათასობით რუსის სიცოცხლე შეეწირა. ომის წინააღმდეგობა რუსეთის შიგნითაც კი ყოველსაათობრივად იზრდება.

ამ დღეების განმავლობაში უკრაინელი ხალხი რუს მოსახლეობას იმას აჩვენებენ, რითი განსხვავდებიან თავისუფალი ადამიანები მონებისგან. ისინი, ვინც წლების განმავლობაში აღფრთოვანებული იყო ცოფიანი მანიაკით, ათწლეულების განმავლობაში მონანიებისთვის არიან განწირულები.

უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება უკრაინის ჯარს!“- განაცხადა რეზნიკოვმა