ავტორი:

პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, დარბაზში კი უკრაინის დროშებია გამოფენილი (ფოტო, ვიდეო)

პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, დარბაზში კი უკრაინის დროშებია გამოფენილი (ფოტო, ვიდეო)

პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, დარბაზში კი უკრაინის სახელმწიფო დროშებია გამოფენილი. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს თხოვნით მიმართა, ომის დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.

"უკვე რამდენიმე დღეა საკუთარი თვალით ვხედავთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს ბრძოლა უცხო არაა და კარგად ვიცით, თუ რას გრძნობენ ამ მძიმე დღეებში ჩვენი უკრაინელი დები და ძმები. ბრძოლას, მითუმეტეს, ბრძოლას თავისუფლებისთვის ყოველთვის მოჰყვება მსხვერპლი, მათ შორის, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც ყველაზე დიდი საშინელებაა ომის დროსაც კი. ამიტომ სხდომის დაწყებამდე, გთხოვთ, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სხდომათა დარბაზში - პარლამენტის ტრიბუნასა და პარტერზე უკრაინის დროშებია გამოფენილი.