ავტორი:

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას: "ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ..." - ხმაური პარლამენტში

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას: "ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ..." - ხმაური პარლამენტში

ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ... მე, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნება“ ახლა ერთიან აზრზე იმყოფება და ოპოზიცია "ვერ ეღირსება განსხვავება შეიტანოთ“.

"ბევრი საუბარი მინდოდა გავლილ წლებზე, ამ არსებებზე - "ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადიკალურ ოპოზიციაზე, რეზოლუციაზე, რომელზეც დღემდე პასუხი ვერ მივიღეთ, ხელი რატომ მოაწერეს - სადაც საკუთარ სამხედროებს აბრალებენ ომის დაწყებას, თუ არ აბრალებთ, ე.ი. პროვოცირება გააკეთეთ და მავნებლური ძალა ხართ. "ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგში მოიგო სასამართლო და თქვენი სამარცხვინო საქმე უკან დავაბრუნეთ. თქვენი საქციელი, რასაც აკეთებთ ქვეყნის შიგნით - 2008 წელს რაც გააკეთეთ, ოპოზიცია გალახეთ, აწამეთ, მოკალით საზოგადოება, ყველა ერთხმად დაგიდგათ გვერდზე. მორატორიუმი გამოცხადდა და ყველა ერთად ვიდექით მაშინ. რა დღეში ხართ ახლა, რას გავხართ? ირაკლი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნება“ ახლა რომ არის ერთიანი არასდროს ყოფილა და ვერ ეღირსებით განსხვავება შეიტანოთ და რამე დაგვიშავოთ. ზუსტად იმ აზრზე ვართ, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი იძახის. ამას ავიტანთ, მაგრამ თქვენი საქციელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასცდა და ახლა იქ დაიწყეთ საკუთარი ხელისუფლების დამუნათება. ეს არის თქვენი საქციელი, ამაში უნდა გენდოთ? ესა ხართ? ეს არის მოქალაქეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევეცი მე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის ამ გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა, სალომე სამადაშვილმა მას "სამარცხვინო“ უწოდა.