ავტორი:

"ადამიანები, რომლებიც თავად არიან ორჯონიკიძეები, ბოლშევიკები, მეხუთე კოლონა, ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს" - ირაკლი კობახიძე

"ადამიანები, რომლებიც თავად არიან ორჯონიკიძეები, ბოლშევიკები, მეხუთე კოლონა,  ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს" - ირაკლი კობახიძე

"სამწუხაროა, რომ ამ ძალიან მძიმე ფონზე ბინძური კამპანია წარმოებს ხელისუფლების და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ - ადამიანები, რომლებიც თავად არიან ორჯონიკიძეები, ბოლშევიკები, მეხუთე კოლონა, "შულავერის კომიტეტი“, ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ არ შეუერთდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

"შევეხები ასევე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არის სანქციები. კიდევ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია - როდესაც სხვას ვერ უქმნი პრობლემას სანქციებით და პირიქით - საკუთარ ხალხს აყენებ უმძიმეს მდგომარეობაში, ასეთ დროს შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა გაუმართლებელია. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. ამ ძალიან მარტივ საკითხსაც ჩვენი ოპონენტები სპეკულაციებისთვის იყენებენ.

ამ ურთულეს ვითარებაში ყველაფერი კეთდება, რომ დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები. სამწუხაროა, რომ ამ ძალიან მძიმე ფონზე ბინძური კამპანია წარმოებს ხელისუფლების და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც ყველა უნდა აიყოს გაერთიანებული, ვხედავთ ძალიან მძიმე კამპანიას და ამ კამპანიის ავტორები არიან ვინ? - ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, გადასცეს სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები და ახლა სურთ, 2008 წლის გამეორება ჩვენს ქვეყანაში. მათი თითოეული პროვოკაცია მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. ადამიანები, რომლებიც თავად არიან ორჯონიკიძეები, ბოლშევიკები, მეხუთე კოლონა, "შულავერის კომიტეტი", ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალებას არ მივცემთ და სათანადო პასუხი გვექნება. ასევე ხაზს გავუსვამთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას და იდგება ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.